ჯან პიერო გასპერინის გადაწყვეტილებით, გუნდმა ნიკოლო ძანიოლოს გაშვება გადაწყვიტა. თან ამას ისიც დაემატა, რომ ატალანტამ დანიელ მადლინი შეიძინა და ძანიოლოს ადგილი ფიზიკურად აღარ დარჩა.
უკან, გალათასარაიში დაბრუნება რა თქმა უნდა იტალიელის გეგმებში არ შედიოდა, რა დროსაც საქმეში ფიორენტინა ჩაერთო და გარიგებაც დაიხურა. ფეხბურთელს უახლოეს საათებში ფლორენციაში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.













