ზაფხულის სატრანსფერო საგა დასრულდა — ალექსანდერ ისაკი ლივერპულის ფეხბურთელია! მერსისაიდულმა კლუბმა 25 წლის ფორვარდის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
ლივერპულმა შვედი გოლეადორის სანაცვლოდ დაახლოებით £125 მილიონი გადაიხადა.
ლივერპული ალექსანდერ ისაკის ტრანსფერზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. იმის მიუხედავად, რომ ნიუკასლი შვედის გაშვებას არ გეგმავდა, ბევრი ბრძოლისა და მოლაპარაკებების შემდეგ, "კაჭკაჭები" დათმობაზე წავიდნენ და ალექსანდერ ისაკის ტრანსფერს დათანხმდნენ.
ალექსანდერ ისაკი ნიუკასლის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. შვედმა ფორვარდმა ამ დროში 109 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 62 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













