ოფიციალურად: კონტეს ერაში ნაპოლიმ მეშვიდე ტრანსფერი დახურა — "პარტენოპეისა" და ბრაიტონს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ბილი გილმორი კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის €18-20 მილიონიანი გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც 23 წლის შოტლანდიელმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ბილი გილმორმა ბრაიტონის მაისურით 60 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ინგლისურ გუნდს 23 წლის ნახევარმცველის გაყიდვა არ სურდა, თუმცა კონტეს დაჟინებული მოთხოვნით, შოტლანდიელის ტრანსფერი მაინც დაიხურა.
ნაპოლიმ ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, გილმორი, დიდი ალბათობით, მესამე ტურში კონტეს განკარგულებაში იქნება.
Serie A
ოფიციალურად: ბილი გილმორი ნაპოლის ფეხბურთელია














