იტალიელი ფეხბურთელი იუვენტუსის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავდა, რა დროშიც ფედემ 131 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 32 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. კიეზას "ბიანკონერიში" დარჩენა სურდა, თუმცა ტიაგო მოტას გადაწყვეტილებით, კლუბმა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. საქმეში ბარსელონაც იყო, თუმცა ლივერპულმა კატალონიურ გუნდს აჯობა.
კიეზა ლივერპულის ახალი 14 ნომერი იქნება. 26 წლის ფეხბურთელი მომდევნო ტურში არნე სლოტის განკარგულებაში იქნება.













