ოფიციალურად - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას კოპენჰაგენში გააგრძელებს. დონეცკის შახტარსა და დანიურ გუნდს შორის შეთანხმება 1-წლიან იჯარაზე შედგა, გამოსყიდვის უფლებით. 23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. კოპენჰაგენმა ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
"ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელსაც დიდი ხანი ვაკვირდებოდით. გიორგი მაღალი დონის მოთამაშეა და ელიას ჯელერტის წასვლის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო ამ პოზიციის გაძლიერება. გიორგი რამდენიმე პოზიციას ფარავს, რაც ასევე ძალიან კარგია", - კოპენჰაგენის სპორტული დირექტორი.

გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენის ახალი 22 ნომერი იქნება.