საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ლორია კარიერას კვიპროსულ კლუბ, ომონია არადიპუსში გააგრძელებს. ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ გაოფიციალურდა. დინამო თბილისსა და გიორგი ლორიას შორის ხელშეკრულება შეწყდა, შესაბამაისად, ვეტერანი მეკარე ახალ კლუბში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ომონია არადიპუსი უმაღლეს ლიგაში ახლადდაწინაურებული გუნდია. ლორიასთვის კვიპროსის ჩემპიონატი უცხო ნამდვილად არაა. ქართველი მეკარე ანორთოსისის ღირსებას 4 წლის განმავლობაში იცავდა.
ფეხბურთელი დინამო თბილისში 1 წლის წინ დაბრუნდა. 2023/24 სეზონში, ლორიამ დედაქალაქური გუნდის მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.














