ოფიციალურად დადასტურდა, რომ 22 წლის შემტევი გიზი მამაგეისვილი კარიერას გრაცის შტურმში გააგრძელებს.
მამაგეიშვილი უკვე ავსტრიაშია და კლუბმა ის დღეს ორიგინალური ვიდეოთი წარადგინა.
მოგეხსენებათ, მამაგეიშვილი იბერიას აღზრდილია, ამ გუნდთან ერთად ზედიზედ ორი ჩემპიონობა იზეიმა და წელს, იბერიასთან ერთად ტიტული კაპიტნის რანგშიც მოიგო.
შეგახსენებთ, რომ შტურმში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი თამაშობს.













