პარიზელებმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაიხადეს. ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ხელფასი ახალ კლუბში დაახლოებით €7-8 მილიონი იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის რიგებში ჯამში 107 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ქართველმა "პარტენოპეისთან" ერთად სკუდეტოს მოგებაც მოახერხა.
23 წლის ვინგერის დებიუტი პსჟ-ს რიგებში 25 იანვარს, რეიმსის წინააღმდეგ შედგება.














