ოფიციალურად — ლივერპულის ოფიციალურ გვერდზე როგორც ვკითხულობთ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი სეზონის დასრულების შემდეგ მერსისაიდულს კლუბს დატოვებს. 26 წლის ინგლისელი განაპირა მცველი კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს. მხარეებს შორის 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ფეხბურთელი სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
"20 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ყველაფერს ვაკეთებდი ამ კლუბისთვის და ახლა იმ წერტილამდე მივედი, სადაც ვგრძნობ, რომ ახალი ცვლილება და გამოწვევა მჭირდება. ვფიქრობ, ახლა ამ ნაბიჯის გადასადგმელად შესაფერისი დროა.
ყოველდღიურად ვგრძნობდი მხარდაჭერასა და სიყვარულს. მიყვარს აქ გატარებული ყოველი წუთი და იმედი მაქვს, რომ ფანებიც ასე ფიქრობენ. მინდა იცოდნენ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ლივერპულისთვის.
ეს უდავოდ ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია."
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულის აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2016 წლიდან მოყოლებული იცავდა. ინგლისელმა ამ დროში 352 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 23 გოლი და 92 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ტრენტმა მერსისაიდულ კლუბთან ერთად 9 ტიტულის მოგება მოახერხა.













