ოფიციალურად — ლუკა მოდრიჩი მილანის ფეხბურთელია! "როსონერიმ" ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ ახლახანს დაადასტურა. 39 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ლუკა მოდრიჩისთვის მადრიდული ისტორია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დასრულდა. ხორვატმა ფეხბურთელმა რეალ მადრიდი 13 წლის შემდეგ დატოვა. ბევრი ვარაუდობდა, რომ 39 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერას დაასრულებდა, თუმცა როგორც გაირკვა, მოდრიჩი ამაზე ჯერ არ ფიქრობს — მისი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.













