დაახლოებით ორი თვის წინ, კალაფიორის დამატებასთან ყველაზე ახლოს იუვენტუსი იყო. მას შემდეგ, რაც ტიაგო მოტამ ტურინული გრანდი ჩაიბარა, ჯუნტოლიმ იტალიელი მცველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, თუმცა სიტუაცია ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ფეხბურთელმა იტალიის ნაკრებში საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა, შესაბამისად, მისი დამატება სხვა გუნდებსაც მოუნდათ, არსენალმა კი ყველას აჯობა.
22 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. არსენალმა ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ამ გარიგებიდან, კალაფიორის ყოფილი გუნდი ბაზელი, არც მეტი, არც ნაკლები €25 მილიონს მიიღებს, რადგან ფეხბურთელის უფლებების 50%-ს, სწორედ შვეიცარიული კლუბი ფლობს.
რიკარდო კალაფიორი არსენალის ახალი 33 ნომერი იქნება.














