ოფიციალურად — ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა! ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის მერსისაიდული ისტორია გრძელდება. 33 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.
მხარეები ახალ კონტრაქტზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდნენ, საბოლოო შეთანხმებას კი სულ რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გადაწყვეტილების შემდეგ, კლუბმა ყველა ძალისხმევა გაიღო ნიდერლანდელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად.
ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულის ღირსებას 2018 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 314 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ნიდერლანდელმა კლუბთან ერთად 8 ტიტულის მოგებაც მოახერხა.













