რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, მილოშ კერკეზი ბორნმუთიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებს შორის დაახლოებით £40-45 მილიონიანი გარიგება შედგა. 21 წლის ფეხბურთელს ლივერპულში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ლივერპული, რომ მილოშ კერკეზის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ. არნე სლოტის გადაწყვეტილებით, კლუბმა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მცველის შეძენა გადაწყვიტა, შესაბამისად, ჟერემი ფრიმპონგის შემდეგ, ლივერპულმა მილოშ კერკეზის გარიგებაც დახურა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ლივერპული მილოშ კერკეზის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დაადასტურებს, თუმცა მერსისაიდელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ — არნე სლოტის გუნდი ფლორიან ვირცის გარიგებაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ინგლისური გამოცემები იუწყებიან, 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია.













