მილანის მცველი, პიერ კალულუ კარიერას ტურინის იუვენტუსში გააგრძელებს — 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ტურინულმა კლუბმა კალულუ ერთწლიანი იჯარით დაიმატა, რაშიც 3 მილიონი ევრო გადაიხადა და სეზონის ბოლოს, მისი გამოსყიდვის უფლება 14 მილიონ ევროდ ექნება. გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში კი მილანი დამატებით 3 მილიონიან ბონუსს, ხოლო შემდგომი ტრანსფერიდან საკომისიოს სახით 10%-ს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მილანმა პიერ კალულუ 2020 წელს ლიონიდან 0,5 მილიონ ევროდ გაიფორმა — ფრანგმა ფეხბურთელმა როსონერის მაისური 112 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლთან ერთად 3 ასისტი გაიფორმა.
Serie A
პიერ კალულუ კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს














