ტოპ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 10 დღეში იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში საინტერესო გარიგებების მოლოდინში ვართ.
ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან ნაპოლიში. შეგახსენებეთ, ანტონიო კონტეს გუნდმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 8 გარიგება უკვე დახურა, თუმცა "პარტენოპეი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც რომელუ ლუკაკუმ მძიმე ტრავმა მიიღო, უფროსობამ ახალი ფორვარდის დამატება გადაწყვიტა, მთავარი სამიზნე კი ცნობილია.
ნაპოლი რასმუს ჰოილუნის ტრანსფერზე ოფიციალურად მუშაობს! ანტონიო კონტეს 22 წლის დანიელი ფორვარდის დამატება ძალიან სურს, სწორედ ამიტომ, იტალიური კლუბი პირველ შეთავაზებას უახლოეს საათებში გააკეთებს. მანჩესტერ იუნაიტედს ახალაგზრდა ფორვარდის გაშვება სურს, შესაბამისად, კლუბში ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ.
ნაპოლიში ორ გეგმას განიხილავენ: რასმუს ჰოილუნის იჯარით დამატებას ან პირდაპირ ყიდვას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანჩესტერ იუნაიტედი ორივე გარიგებაზე თანახმაა. ამ მომენტისთვის უცნობია სურს თუ არა თავად ფეხბურთელს იტალიურ კლუბში გადასვლა, რადგან როგორც ირკვევა, დანიელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
რასმუს ჰოილუნის პოტენციურ ტრანსფერზე უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.













