ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი, საბა გოგლიჩიზე კი ამ დრომდე ემპოლის ფეხბურთელია. იმის მიუხედავად, რომ ქართველი ფეხბურთელით საკმაოდ ბევრი კლუბი ინტერესდება, ემპოლის 21 წლის მცველის სანაცვლოდ ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ს ბინადარი კალიარი საბა გოგლიჩიძით სერიოზულად ინტერესდება და მის სანაცვლოდ პირველ შეთავაზებასაც ამზადებს. როგორც ირკვევა, სარდინიელებს ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური მცველის დამატება ძალიან სურთ და დაცვის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ახლა რაც შეეხება პირველ შეთავაზებას — განიხილება ემპოლისთვის სატრანსფერო თანხისა და რომელიმე ფეხბურთელის შეთავაზება. უახლოეს დღეებში ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ საბა გოგლიჩიძით სხვა იტალიური კლუბებიც ინტერესდებიან. საქმეში არიან პარმა, სასუოლო და უდინეზე. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს დანიური მიდტიულანდიც. ემპოლი 21 მცველს დაახლოებით €7-8 მილიონად აფასებს.













