ინგლისური პრესა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — როგორც ირკვევა, ასტონ ვილა კევინ დე ბრუინის წარმომადგენლებს დაუკავშირდა! დიახ, უნაი ემერის 33 წლის შუახაზელი ძალიან მოსწონს და მისი სურვილია კლუბმა ბელგიელის სახით გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატოს. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად კი მოსალოდნელია, რომ ბირმინგემული კლუბი კევინ დე ბრუინის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, კევინ დე ბრუინი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს. ბელგიელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად, მისი დამატება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი. ასტონ ვილას გარდა საქმეში არიან საუდისა და MLS-ის კლუბებიც.
კევინ დე ბრუინს მანჩესტერ სიტიში დარჩენა სურდა, თუმცა "ქალაქელებმა" ბელგიელს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზეს. უახლოეს კვირებში ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













