იმის ფონზე, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, "პარტენოპეი" 23 წლის ვინგერის გაყიდვას განიხილავს, თუმცა ყველაფერი მაინც შეთავაზებაზეა დამოკიდებული.
ფრანგული მედია როგორც იუწყება, პარიზულ კლუბს საქმის ბოლომდე მიყვანა სურს და რანდალ კოლო მუანის შემცვლელად, სწორედ ქართველ ფეხბურთელს განიხილავენ.
უახლოეს საათებში ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.















