ფაბრიციო რომანომ ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში არშემდგარი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი ქართველი ვინგერით სერიოზულად იყო დაინტერესებული და მის სანაცვლოდ თანხასაც არ იშურებდა, მაგრამ "პარტენოპეიმ" აღნიშნული ტრანსფერი დაბლოკა.
"პარის სენ-ჟერმენი კვარაცხელიას ტრანსფერზე ოცნებობდა, თუმცა კონტესა და დე ლაურენტისის დარწმუნება კლუბმა ვერ მოახერხა. ისინი მის წასვლას არც კი განიხილავდნენ. თავდაპირველად, პსჟ-ს გეგმაში იყო როგორც ხვიჩას, ისე ოსიმენის გადმობირებაც, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა", - განაცხადა იტალიელმა ინსაიდერმა.
შეგახსენებთ, იტალიელმა მწვრთნელმა "აძურიში" მოსვლისთანავე, განაცხადა, რომ ქართველი გარემარბი მისთვის ხელშეუხებელი იქნებოდა. რაც შეეხება ვიქტორს, მისი ტრანსფერი ჯერ კიდევ აქტუალურია. მსურველებს შორის პარიზელებიც არიან, ასევე, ლონდონის ჩელსი და საუდის არაბეთის კლუბები. "ლურჯებს" თავის მხრივ რომელუ ლუკაკუს სახელს უკავშირებენ.
Ligue 1
"პსჟ ოცნებობდა კვარაცხელიას ტრანსფერზე", - რომანო















