ამასობაში რადარზე მანჩესტერ იუნაიტედი გამოჩნდა, რომელიც ზაფხულში ახალი მარცხენა მცველის დამატებას გეგმავს. "წითელი ეშმაკები" ფებხურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, რა დროსაც პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბარი შედგა.
ნუნუ მენდეში პსჟ-ს ღირსებას 2022 წლიდან იცავს. ამ დროში განაპირა მცველმა 99 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 5 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად მისი სატრანსფერო ფასი ზაფხულში დაახლოებით €25-30 მილიონი იქნება.













