- ხვიჩა, როგორი გრძნობაა, როცა პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხარ?
- ჩემთვის დიდი პატივია პსჟ-ს მაისურის ტარება. ჩემთვის ოცნება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაში. ეს დიდი სიამაყე და ახდენილი ოცნებაა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებების ასასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვარ.
- რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც პსჟ-ში თამაში ასე გსურდათ?
- პროექტმა დამარწმუნა აქ გადმოსვლაში. მე ვიცი, რისი მიღწევა სურს კლუბს და როგორ მუშაობენ ისინი ფეხბურთელებთან. ეს შეესაბამება ჩემს ხასიათს. ბევრმა დიდმა მოთამაშემ ითამაშა აქ, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, პსჟ-ში თამაშს მარტივად დავთანხმდი.
- იცნობ პსჟ-ს მოთამაშეებს?
- დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ. ფაბიან რუისს, ვისთან ერთადაც ნეაპოლში ვთამაშობდი და ასევე ვიცნობ ჯიჯო დონარუმას.
- ლუის ენრიკესთან მოგიწევთ მუშაობა. ამაზე რას იტყოდით?
- ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მიხარია, რომ მასთან მუშაობის საშუალება მექნება.

- რა მიზნები გაქვთ?
- ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ! ახალი ოცნებები, ახალი მიზნები, მინდა გავაუმჯობესო ჩემი თავი, რომ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს და გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, რათა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ.
- თქვენ უკვე ეწვიეთ პსჟ-ს კამპუსს. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- წარმოუდგენლად კარგი კამპუსია. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ მივაღწიოთ დიდ საქმეებს. საუკეთესო პირობებია ყველა ფეხბურთელისთვის.
- რას ეტყოდით გულშემატკივრებს?
- მინდა მათ მალე შევხვდე და ვიცი, რომ ეს ემოციური იქნება. ყველას მალე გიხილავთ!















