ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 12 დღე დარჩა. ამ პერიოდში უკვე განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ქართული ტრანსფერი.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც კვლავ სარფიანი შემოთავაზების მოლოდინში არიან, რათა კარიერული ნაბიჯი გადადგან და სხვა გუნდში წავიდნენ.
ზურიკო დავითაშვილი
ყველაზე მეტად, დარჩენილ დღეებში დავითაშვილის ტრანსფერს ველით. სტ.ეტიენი ლიგა 1-დან გავარდა, დავითაშვილს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და 9 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მან მიმდინარე სეზონი ლიგა 2-ში დაიწყო და გოლი იქაც გაიტანა, თუმცა დიდი ალბათობით, ზურიკო ამ სეზონში სტ.ეტიენში აღარ დარჩება. მას შემოთავაზებები აქვს როგორც თურქული გრანდებისგან, ისე ფრანგული კლუბებისგან.
ლაშა ოდიშარია
ახალგაზრდა ფლანგის შემტევი ლატვიური რიგასის შემადგენლობაში უკვე გახდა ლატვიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მიმდინარე სეზონში რიგასს მცირე ჩავარდნა აქვს და ლიგაში ისეთი დომინანტი აღარ არის. ოდიშარიას შემოთავაზება ხიხონის სპორტინგისგან აქვს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ოდიშარია ამ გუნდში უნდა გადავიდეს, თუმცა შემოთავაზებები სხვა გუნდებისგანაც აქვს.
ლუკა ხარატიშვილი
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ლუკა ხარატიშვილმა კარიერაში ახალი გამოწვევები მიიღოს და კარგ გუნდში გადავიდეს. ამჟამად, ხარატიშვილი დინამო ბათუმის საკუთრებაა, ამ გუნდში ვარჯიშობს, თუმცა უცხოური კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ირაკლი აზაროვი
მომდევნო 10 დღე აზარობისთვის გარდამტეხი იქნება. ფაქტია, ქართველ ფეხბურთელს დონეცკის შახტარის დატოვება სურს, რადგან დიდი სათამაშო დრო არ აქვს და უკრაინულ გუნდში თავისი თავი ამოწურა. ასე იყო გოჩოლეიშვილის შემთხვევაშიც, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰამბურგში გადავიდა. დიდი ალბათობით, აზაროვის გასხვისებას თავად შახტარიც დათანხმდება. არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც თავისუფალი აგენტები არიან და შემოთავაზებებს ალიან - მაგ. ლაშა დვალი და გიორგი გველესიანი.













