თუმცა როგორც მიქაუტაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და მისი მომავლის შესახებ ყველაფერი 2-3 კვირაში გაიარკვევა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მიქაუტაძის მონაკოში ტრანსფერს, ჯერჯერობით, ხელს უშლის კლუბებს შორის შეთანხმება, ფეხბურთელსა და მონაკოს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
საქმე ის არის, რომ მეცმა მიქაუტაძე აიაქსიდან 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და რა თქმა უნდა, მისი უფრო ძვირად გაყიდვა სურს. მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან, შესაძლოა, მიქაუტაძის მონაკოში გადასვლა დროის საკითხია, თუმცა ამჟამად, ეს მოცემულობა გვაქვს.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ბომბარდირის შეძენით სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებული, მათ შორის იტალიაც, თუმცა მიქაუტაძის თქმით, მას საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში სურს, მეცი კი უფრო სარფიანი წინადადებების მოლოდინშია.















