იყო კიდევ ერთი ვარიანტი, კერძოდ მილანის ათიანის, რაფა ლეაოს დამატების შესაძლებლობა, რომლის ტრანსფერზეც "როსონერის" ყოფილი და ალ ნასრის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი პირადად მუშაობდა. საუდის კლუბი მილანის 25 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ €75 მილიონს იხდიდა, ხოლო თავად ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით €25 მილიონს სთავაზობდა. ასეთ შეთავაზებაზე დღეს ძალიან ბევრი ფეხბურთელი უარს ფიზიკურად ვერ იტყოდა, თუმცა ამ შემთხვევაში როგორც ლეაომ, ისე მილანმაც ეს შეთავაზება დაბლოკა და პორტუგალიელი "როსონერიში" დარჩა. ცნობისთვის, რაფა ლეაოს წლიური ხელფასი მილანში სულ რაღაც €5 მილიონია.
ლეაოს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალ ნასრიმ ჯონ დურანის ტრანსფერი დახურა. კლუბმა 21 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ €77 მილიონი გადაიხადა.













