LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ქოჩორაშვილი აქტიურ მოლაპარაბებს ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდთან აწარმოებდა და ტრანსფერი დახურვისკენ მიდიოდა, თუმცა ჩაიშალა.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ინგლისში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც არაევროკავშირის ქვეყნის ფეხბურთელისთვის საჭიროა ინგლისის სამუშაო ნებართვა, ანუ სამუშაო უფლება, რისი მოპოვებაც დამოკიდებულია ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე, ხელფასსა და კონტრაქტის სხვა დეტალებზე, რათა ინგლისურ კლუბს ქვეყანამ ამ ფეხბურთელის დამატების ნება ქულების მიხედვით დართოს.
სამწუხაროდ, ქოჩორაშვილს შესაბამისი ქულები არ ეყო და მისი ტრანსფერი პრემიერ ლიგაში არ შედგა. ქოჩორა ამ სეზონშიც ლევანტეში ითამაშებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინგლისში მუშაობენ ახალ წესზე, რომელიც ე.წ. "ვაილდქარდს" ითვალისწინებს, რის მიხედვითაც კლუბს სატრანსფერო ფანჯარაზე 2 არაევროკავშირელის დამატება შეეძლება.














