რეალ მადრიდის სატრანსფერო პოლიტიკა თავისუფალ აგენტებთან მიმართებაში გრძელდება. სამეფო კლუბი ყველა იმ ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდება, რომელიც 2026 წელს თავისუფალი აგენტი ხდება.
ამ სიაშია იბრაჰიმა კონატეც, რომლის მიმართაც ინტერესი რეალური და დადასტურებულია. რეალ მადრიდის წარმომადგენლები ფრანგი ცენტრალური მცველის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან. როგორც ირკვევა, მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე უკვე ისაუბრეს, რადგან კონატე და ლივერპული ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
რამდენიმე თვის წინ, ლივერპული და კონატე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როგორც ირკვევა, 26 ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ სოლიდურ ხელფასს ითხოვს, რაც მერსისაიდული კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა ამ მომენტისთვის შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, სწორედ ამიტომ გააქტიურდა რეალ მადრიდი.
იბრაჰიმა კონატე ლივერპულის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ფრანგმა მცველმა ამ დროში 132 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. კონატემ ინგლისურ კლუბთან ერთად 5 ტიტულის მოგებაც მოახერხა.













