რეალ მადრიდში ჩაბი ალონსოს დასახვედრად ემზადებიან. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ესპანელი სპეციალისტი მადრიდულ კლუბში მუშაობას მაისის ბოლოს დაიწყებს, შესაბამისად, მისი პირველი დიდი გამოცდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იქნება.
ფლორენტინო პერესი ტურნირის მოგებას გეგმავს, სწორედ ამიტომ კლუბი 15 ივნისამდე 3 ტრანსფერის დახურვას გეგმავს. პირველი ტრენტ ალექსნადერ-არნოლდი იქნება, რომელიც დიდი ალბათობით ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს. რაც შეეხება დარჩენილ ორ ფეხბურთელს, რეალი როგორც ცენტრალური, ისე მარცხენა მცველის დამატებას გეგმავს. ცნობილია მთავარი სამიზნეებიც — დინ ჰაუსენი და ალვარო კარერასი!
დინ ჰაუსენის დამატებას პრემიერ ლიგის კლუბებიც ცდილობენ, თუმცა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება რეალ მადრიდში სურს. 20 წლის ცენტრალურ მცველს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €60 მილიონი უწერია. ახალგაზრდა ესპანელი მცველი ბორნმუთს 100% დატოვებს. რაც შეეხება ალვარო კარერასს, ბენფიკა 22 წლის ესპანელს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს. რეალ მადრიდში სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ, მაგალითად ტეო ერნანდესს, გრიმალდოსა და პიერო ინკაპიეს, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტები ჰაუსენი და კარერასი არიან.
უახლოეს დღეებში რეალ მადრიდის პოტენციურ ტრანსფერებეთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













