იოროს, მის ოჯახის წევრებსა და აგენტებს უახლოეს საათებში, ინგლისში ელოდებიან. მანჩესტერმა კერძო თვითმფრინავის რეისი უკვე დაგეგმა - ტენ ჰაგის გუნდის სურვილია, ახალაგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ამ კვირაში გაიაროს და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმოს.
რეალ მადრიდი, დიდი ალბათობით, ახალ შეთავაზებას აღარ გააკეთებს, რადგან არ სურთ ისეთ ფეხბურთელში სოლიდური თანხის გადახდა, რომელიც ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი ხდება.
მანჩესტერი ჯოშუა ზირკზეს შემდეგ, მეორე ხმაურიან ტრანსფერს უახლოვდება!













