რეალ მადრიდში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. უახლოეს პერიოდში კარლო ანჩელოტის საკითხი გადაწყდება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, იტალიელს ჩაბი ალონსო შეცვლის.
რაც შეეხება ტრანსფერებს, როგორც რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, ზაფხულში მადრიდული გრანდი მინიმუმ 3-4 გარიგების გაჩარხვას გეგმავს. განიხილება რამდენიმე პოზიციის გაძლიერება, თუმცა ერთ-ერთი პრიორიტეტი მარცხენა მცველის დამატება იქნება. როგორც ესპანური გავლენიანი გამოცემები წერენ, სამეფო კლუბში ამ პოზიციაზე 4 ფეხბურთელს განიხილავენ:
ტეო ერნანდესი (მილანი);
პიერო ინკაპიე (ლევერკუზენი)
ალვარო კარერასი (ბენფიკა);
მილოშ კერკეზი (ბონრმუთი).
ოთხივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია, შესაბამისად, დიდი შანსია რეალმა ამ სიიდან რომელიმე მათგანის ტრანსფერი დახუროს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კლუბი როგორფ ფერლან მენდის, ისე ფრან გარსიას გაყიდვასაც შეეცდება. მეტიც, ტრანსფერზე დაყენებულია დავიდ ალაბაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ახალ სეზონში ახალი განაპირა მცველი ეყოლება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, რეალ მადრიდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













