როგორც ყოველთვის, იანვარში ტოპ კლუბები დიდად არ აქტიურობენ ხოლმე, თუმცა ამ წელს რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი მაინც განხორციელდა. ამ სიაშია ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაც. შეგახსენებთ, პარიზულმა გრანდმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაიხადა.
როდის იხურება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ტოპ 5 ლიგაში?
ინგლისი - 4 თებერვალი, თბილისის დროით 03:00 საათზე
ესპანეთი - 4 თებერვალი, თბილისის დროით 02:00 საათზე
იტალია - 4 თებერვალი, თბილისის დროით 02:00 საათზე
საფრანგეთი - 4 თებერვალი, თბილისის დროით 01:00 საათზე
გერმანია - 3 თებერვალი, თბილისის დროით 23:00 საათზე
სხვა ჩემპიონატების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ.













