რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური მილანი ემპოლის მცველის, საბა გოგლიჩიძის შეძენით დაინტერესდა და მზადაა, მოლაპარაკებები დაიწყოს.
ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ გოგლიჩიძით ტურინის იუვენტუსი უკვე თითქმის ერთი წელია ინტერესდება და ისინი ამ ტრანსფერზე აქტიურობას ზამთრის ფანჯარაზეც აპირებენ.
იუვე მზადაა ემპოლის ოფიციალური წინადადებით მიმართოს. ტრანსფერის შანსებს გუნდის გამოცდილი მცველის, დანილოს წასვლაც ზრდის.
მიმდინარე სეზონში გოგლიჩიძე ემპოლიში წარმატებულ მატჩებს ატარებს, მთავარი აღმოჩენაა და გასაკვირი არაა, რომ მის მიმართ ინტერესი დიდია.














