მბაპე პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და გუნდის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა წარადგინეს.
"მადრიდისტებო, ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთხელ შევძლებთ ბერნაბეუზე წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი შესანიშნავი შენაძენი. ეს კლუბი უნიკალური და ისტორიულია, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს ლეგენდას, რომლებმაც ეს კლუბი მსოფლიოს უდიდეს კლუბად აქციეს. მადრიდისტებო, მინდა იცოდეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ ამ კლუბის გული. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი ყოველ სეზონზე თქვენი ოცნებების ასრულებაა. მადრიდისტებო, დღეს ერთი ძალიან კარგი ბიჭი აისრულებს ოცნებას. დღეს ჩვენ მივესალმებით კილიან მბაპეს", - ფლორენტინო პერესი.

"გმადლობთ, პრეზიდენტო პერეს! დღევანდელ დღემდე ბევრი რამ მოხდა, მაგრამ თქვენ ყოველთვის ბოლომდე მენდობოდით. ჩვენ გავიმარჯვეთ მეგობრებო, ჩვენ ეს შევძელით, მე აქ ვარ! მადრიდისტებმა მთელი ამ წლების განმავლობაში იმდენი სიყვარული მაჩუქეს, ამისთვის ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები. ეს ახდენილი ოცნებაა. მე ვხედავ დედაჩემს, რომელიც ბედნიერებისგან ტირის… ეს წარმოუდგენელი დღეა ჩემთვის. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ფლორენტინო პერესს ამ ყველაფრისთვის. ჩემს სიცოცხლეს გავწირავ ამ კლუბისთვის. ერთი, ორი, სამი... ჰალა მადრიდ", - კილიან მპაბე გულშემატკივარს ასე მიესალმა.
Eis o momento: Mbappé apresentado no Santiago Bernabéu. pic.twitter.com/znZLng9To4
— B24 (@B24PT) July 16, 2024
კილიან მბაპე რეალ მადრიდის ახალი 9 ნომერი იქნება. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.













