
მას შემდეგ, რაც მილანიდან ალვარო მორატას წასვლა გადაწყდა, როსონერიმ ფეინოორდს ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა, რასაც ნიდერლანდელები დასთანხმდნენ. ამ ტრანსფერში დიდი როლი თავად ფეხბურთელმაც ითამაშა, რადგან სანტიაგო ხიმენესს კარიერის გაგრძელება მხოლოდ იტალიაში სურდა. მხარეებს შორის, დაახლოებით, €32-35 მილიონიანი გარიგება შედგა. 23 წლის ფორვარდისთვის 4.5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
სანტიაგო ხიმენესი ფეინოორდის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. მექსიკელმა ამ დროში 105 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 65 გოლი და 14 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ახლა კი "El Bebote" გოლებს მილანისთვის გაიტანს.















