რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ალვარო მორატა მილანიდან კარიერას კომოში გააგრძელებს. 32 წლის ესპანელ ფორვარდს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. კომო გამოცდილი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით €9-10 მილიონს გადაიხდის.
შეგახსენებთ, ალვარო მორატა ამ მომენტისთვის იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს, თუმცა 32 წლის ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება თურქულ კლუბთან ნაადრევად შეწყდება.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, კომო ალვარო მორატას ტრანსფერს მომდევნო კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს.













