სუპერთასის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, გუნდის ახალწვეულზე ლუკას შევალიეზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ დაასრულა შევალიემ მატჩი, ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და ასევე ბედნიერი ვარ, რომ გუნდში საფონოვიც მყავს.
ჩვენ ვცდილობთ გაუმჯობესებას და ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით. პირველი მატჩი რთული იყო, მაგრამ ლუკასმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა, ზუსტად ისეთი როგორიც პარი სენ-ჟერმენის მოთამაშეს ეკადრება"
როგორც იცით, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, გუნდის ახალი პირველი ნომერი ლუკას შევალიე იქნება, ხოლო რაც შეეხება ჯანლუიჯი დონარუმას, 26 წლის იტალიელი მეკარე პარიზულ გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს.













