გავლენიანი ბრიტანული გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ვირჯილ ვან დაიკი 2027 წელს ლივერპულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს!
ლივერპული და გამოცდილი ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ გეგმავენ, შესაბამისად, მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, კაპიტნის დიდი მერსისაიდული ისტორია დასრულდება.
ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულში 2018 წელს გადაბარგდა და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ამ დროში ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა 368 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 33 გოლი და 16 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 34 წლის მოთამაშემ მერსისაიდულ კლუბთან ერთად 9 ტიტულის მოგებაც მოახერხა.













