გავლენიანი იტალიური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, პაულო დიბალა მიმდინარე სეზონის ბოლოს რომას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. "ჯალოროსიში" ფიქრობენ, რომ 32 წლის ფეხბურთელმა საკუთარი თავი ამოწურა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა აღარ არის. იმის მიუხედავად, რომ პაულო დიბალა რომში ბედნიერია, როგორც ჩანს არგენტინელს ზაფხულში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
ბევრი გამოცემას იმასაც წერდა, რომ პაულო დიბალა რომას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებდა, თუმცა ეს ინფორმაცია კლუბის უფროსობამ უკვე უარყო — გამოცდილი არგენტინელი ათიანი სეზონის ბოლომდე "ჯალოროსიში" 100% დარჩება.
რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, ბოკა ხუნიორსი საქმეშია, თუმცა არგენტინელებს სეზონის ბოლომდე მოცდა მოუწევთ. მოსალოდნელია, რომ პაულო დიბალას მიმართ ინტერესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად მოიმატებს.













