ნაპოლიში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. კლუბმა კევინ დე ბრუინი და ლუკა მარიანუჩი უკვე წარადგინა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, "პარტენოპეი" 4-5 ტრანსფერის განხორციელებას კიდევ გეგმავს.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ნაპოლიში გადაბარგდეს დარვინ ნუნიესია! იტალიურ კლუბსა და ურუგვაელ ფორვარდს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 26 წლის ფეხბრუთელს კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს.
შემდეგი ეტაპი ლივერპულთან შეთანხმებაა — მერსისაიდელები დარვინ ნუნიესს დაახლოებით €60-65 მილიონად აფასებენ, რაც ნაპოლისთვის საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ანტონიო კონტეს სჯერა, რომ მისი გუნდი ამ გარიგებას მაინც დახურავს.
დარვინ ნუნიესი, რომ ლივერპულის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. ურუგვაელი ფორვარდი არნე სლოტის გეგმებში არ შედის, შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტი ახალ გუნდს უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეძებს. განიხილება საუდის არაბეთში გადაბარგებაც, თუმცა დარვინ ნუნიესისთვის პრიორიტეტული ევროპაში დარჩენაა, ნაპოლი კი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ანტონიო კონტეს გუნდი ფორვარდის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებსაც განიხილავს. ნაპოლის სატრანსფერო სამიზნეებშია უდინეზეს შემტევი ლორენცო ლუკაც.













