რეალ მადრიდის 25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
"პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. იმედია, მალე შეთანხმებას მივაღწევთ და შევძლებ ჩემი ოცნების კლუბში ცხოვრების გაგრძელებას.
მჯერა, რომ სწორ დროს კონტრაქტს გავახანგრძლივებ და აქ დიდი ხნით დავრჩები. არსებული ხელშეკრულებით კიდევ ერთი წელი დამრჩა, მაგრამ ძალიან მშვიდად ვარ - პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ნდობა მაქვს და არაფერზე ვნერვიულობ."













