საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის 24 წლის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ "Canal+"-სთან ინტერვიუში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები გაიხსენა.
"ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 თუ 5 დღე იყო დარჩენილი და ყველამ კარგად ვიცოდით, რომ კლუბს ერთი დიდი გაყიდვა სჭირდებოდა. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ვილიარეალის ვარიანტიც... ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
დიახ, შეიძლება ითქვას, რომ თავი გავწირე იმ კლუბის გადასარჩენად, რომელიც ძალიან მიყვარს."
შეგახსენებთ, ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძე დაახლოებით €35 მილიონად შეიძინა. ქართველი ფორვარდის დებიუტი ახალ კლუბში ლა ლიგის მიმდინარე ტურში შედგა, სადაც მისი გუნდი ატლეტიკო მადრიდს დაუპირისპირდა.













