მილანში ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. გუნდს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, შესაბამისად კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს იგლი ტარეს წინ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
პირველი ფეხბურთელი, რომელიც მილანს წესით და რიგით დატოვებს ტიჯანი რეინდერსია. ნიდერლანდელ ფეხბურთელს მანჩესტერ სიტიში ელოდებიან. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს დღეებში მოაგვარებენ.
რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს უდიდესი ალბათობით ტეო ერნანდესი იქნება. ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე ალ ჰილალი მუშაობს, მეტიც, საუდის კლუბსა და "როსონერის" შორის შეთანხმება უკვე შედგა. საუბარია დაახლოებით €35 მილიონიან გარიგებაზე, თუმცა ტრანსფერი დახურვასთან ჯერ ახლოს არაა. ამის მიზეზი ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც საუდის ლიგაში გადასვლას ჯერ არ ჩქარობს. იმის მიუხედავად, რომ ალ ჰილალი ტეო ერნანდესს ხელფასის სახით €20 მილიონამდე სთავაზობს, ფრანგი გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.
მხარეები ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ. მილანს ფეხბურთელის გაყიდვა ახლავე სურს, რადგან 27 წლის ფრანგი განაპირა მცველი მომდევნო წელს თავისუფალი აგენტი ხდება.













