განხორციელდა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი, თუმცა არიან ფეხბურთელები, ვინც ამ დრომდე თავისუფალი აგენტები არიან.
საბა კვერკვევლია
გამოცდილმა მცველმა ევრო 2024-ზე მატჩები ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, დამაჯერებელი იყო, თუმცა ამჟამად უკლუბოდაა. ბოლოს კვერკველია საუდის არაბეთში თამაშობდა. ახლა ის საქართველოში იმყოფება და ბოლნისის სიონთან ერთად ვარჯიშობს.
ჯაბა კანკავა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაჰყვა. როგორც ყოველთვის, ის იდეალურ ფიზიკურ კონდინციებშია, მაგრამ სლოვან ბრატისლავას დატოვება მოუწია და დღემდე თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.

ლაზარე კუპატაძე
ნიჭიერი ქართველი მეკარე, რომელსაც წლების განმავლობაში ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ, ამჯამად კლუბის გარეშეა. დინამო ბათუმისა და იბერიის დატოვების შემდეგ, კუპატაძე კარიერის გასაგრძელებლად ლატვიაში წავიდა, თუმცა იქიდანაც წამოვიდა.
ნიკა კვეკვესკირი
თავისუფალი აგენტია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი - ნიკა კვეკვესკირს ევრო 2024-ზე ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია, თუმცა მისი სტილის ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის ფუფუნებაა. კვეკვესკირმა ლეხი დატოვა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მისით ქართული კლუბები ინტერესდებიან.

გიორგი ხარაიშვილი
თურქული კოჯაელისპორის დატოვების შემდეგ, გიორგი ხარაიშვილს რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით, რეალური ვარიანტი არ გამოჩენილა. წლების განმავლობაში ხარაიშვილი გიოტებრგსა და ფერენცვაროშში მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ ხშირად ტრავმიანობდა.
ვაკო გვილია
დიდი ხნის განმავლობაში ვაკო გვილია საქართველოს ნაკრების სტაბილური წევრი იყო, თუმცა ბოლო 2 წელია მისი კარიერა ვერ აეწყო, ფორმიდან ამოვარდა, რამაც კარიერული რეგრესი გამოიწვია და კვლავ კლუბის გარეშეა. კვეკვესკირის მსგავსად, ინტერესს ქართული კლუბები მის მიმართაც იჩენენ.
გურამ გიორბელიძე
28 წლის მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ ვოივოდინა დატოვა და ახალი წინადადებების მოლოდინშია. მას შემოთავაზება აქვს ეროვნული ლიგის გამორჩეული კლუბისგან, თუმცა ჯერ მხოლოდ ინტერესის დონეზეა.














