საზონოვი ტორინოს ღირსებას 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს და ამ დროში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, სულ რაღაც 13 მატჩის ჩატარება მოასწრო. ფეხბურთელი იტალიურ გუნდს დინამო მოსკოვიდან €2.75 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ივან იურიჩთან გატარებული საკმაოდ მძიმე სეზონის შემდეგ, საბას პრობლემები, როგორც ჩანს, ისევ გრძელდება. 22 წლის ფეხბურთელს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი პაოლო ვანოლიც არ ენდობა, თუმცა ამის მიუხედავად, ფეხბურთელის ტორინოში დარჩენის შანსი მაინც დიდია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც ერთ კვირაში იხურება და თუ საბა გუნდს დატოვებს, ტურინელებს მინიმუმ ორი მცველის დამატება მოუწევთ, რაც დარჩენილ დროში საკმაოდ რთული იქნება.
უახლოეს დღეებში, საზონოვის თაობაზე უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი, LaGazzetta.ge კი ყველაზე სწრაფად მოგაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას.













