დადასტურებულად — ედერსონ მორაესი მანჩესტერ სიტიდან კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს! 32 წლის გამოცდილ ბრაზილიელ მეკარეს თრქულ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ფენერბაჰჩე ედერსონის სანაცვლოდ დაახლოებით €13-14 მილიონს გადაიხდის.
ედერსონი, რომ მანჩესტერ სიტის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია მიმდინარე წლის დასაწყისშ გაცნობეთ. განიხილებოდა საუდისა და სხვა ევროპული კლუბების ვარიანტებიც, თუმცა ყველას ფენერბაჰჩემ აჯობა.
ედერსონი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაზილიელმა ამ დროში 372 მატჩის ჩატარება მოასწრო.













