ოფიციალურად — ედინ ჯეკო ფიორენტინას ფეხბურთელია! მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ვეტერანი ბოსნიელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. 39 წლის ფეხბურთელმა ფენერბაჰჩესთან კონტრაქტი ივნისის თვეში გაწყვიტა.
შეგახსენებთ, ედინ ჯეკოს იტალიაში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ბოსნიელი ფორვარდი 2015-2021 წლებში რომაში თამაშობდა, ხოლო 2021-2023 წლებში ინტერის ღირსებას იცავდა.
ფიორენტინაში ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. "ვიოლას" ახალი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი იქნება. ფლორენციული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 5-6 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.













