რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — ლუკა მოდრიჩი რეალ მადრიდიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, 39 წლის ნახევარმცველის წლიური ანაზღაურება კი €4 მილიონი იქნება.
ლუკა მოდრიჩისთვის მადრიდული ისტორია ზაფხულში დასრულდება. ხორვატი ვეტერანი ფეხბურთელი რეალ მადრიდს 13 წლის შემდეგ დატოვებს. ბევრი ვარაუდობდა, რომ 39 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერას დაასრულებდა, თუმცა როგორც ირკვევა, მოდრიჩი ამაზე ჯერ არ ფიქრობს — მისი მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
ხორვატი ფეხბურთელი რეალ მადრიდთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებ, რის შემდეგაც მილანს ოფიციალურად შეუერთდება. ცნობისთვის, ლუკა მოდრიჩი მილანს პატარა ასაკიდან ქომაგობს. ხორვატი ფეხბურთელი "როსონერის" მიმართ სიყვარულს ყოველთვის ღიად გამოხატავდა.













