რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, პერვის ესტუპინიანი ბრაიტონიდან კარიერას მილანში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, 27 წლის ეკვადორელ განაპირა მცველს იტალიაში უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
"როსონერი" პერვის ესტუპინიანის სანაცვლოდ დაახლოებით €19 მილიონს გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც მილანი ტეო ერნანდესმა დატოვა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ფრანგის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდა. არჩი ბრაუნი, მიგელ გუტიერესი და სხვა მრავალი ფეხბურთელი იგლი ტარეს სიაში იყვნენ, თუმცა კლუბმა საბოლოო არჩევანი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მარცხენა მცველზე შეაჩერა.
პერვის ესტუპიანი ბრაიტონის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. ეკვადორელმა ფეხბურთელმა ამ დროში 104 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 14 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მილანი პერვის ესტუპინიანს მიმდინარე თვის ბოლომდეწარადგენს.













