ოლივიე ჟირუს ამერიკული ისტორია სრულდება, 38 წლის ფეხბურთელი ევროპაში ბრუნდება. გამოცდილი ფრანგი ფეხბურთელი ლოს ანჯელესიდან კარიერას ლილში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ვეტერან ფორვარდს სამშობლოში მომდევნო კვირას ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ფრანგი გოლეადორი MLS-ში გასულ წელს გადაბარგდა. ოლივიე ჟირუს კარიერა ლოს ანჯელესში ისე ვერ აეწყო როგორც ფეხბურთელი წარმოიდგენდა, შესაბამისად, ვეტერანი ფორვარდი ლილის შემოთავაზებას საკმაოდ მარტივადდათანხმდა.
შეგახსნებეთ, ოლივიე ჟირუს ლიგა 1-ში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მეტიც, 2011/12 სეზონში, ფრანგმა ფეხბურთელმა მონპელიესთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.













