შეთანხმება შედგა — საბა გოგლიჩიძე ემპოლიდან კარიერას უდინეზეში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 21 წლის მცველს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ქართველი ფეხბურთელი რომ ემპოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებდა, ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაცნობეთ. განიხილებოდა პარმასა და სასუოლოს ვარიანტები, თუმცა ყველას უდინეზემ აჯობა. მხარეებს შორის დაახლოებით €4-4.5 მილიონიანი გარიგება შედგა.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, უდინეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













