ლივერპულში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემცვლელი იპოვეს — თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ინგლისელ განაპირა მცველს ჟერემი ფრიმპონგი შეცვლის! მერსისაიდული კლუბი ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს, მეტიც, ენფილდის ბინადრებსა და ნიდერლანდელ ფლანგელს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის გააქტიურება, რაც უბრალოდ დროის საკითხია. საუბარია დაახლოებით €35-40 მილიონიან გარიგებაზე.
ჟერემი ფრიმპონგი, რომ სეზონის ბოლოს ლევერკუზენის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უკვე გაცნობეთ. ფეხბურთელი თვლის, რომ მისი კარიერის განვითარებისთვის გერმანული კლუბის დატოვება სწორი ნაბიჯი იქნება. არნე სლოტს ფრიმპონგის დამატება ყოველთვის სურდა, შესაბამისად, ლივერპულის ხელმძღვანელობამ ტრანსფერის დახურვა გადაწყვიტა.
მერსისაიდულ კლუბს წინ საკმაოდ საინტერესო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება. ჟერემი ფრიმპონგის გარდა, ლივერპული კიდევ 3-4 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.













